ექიმი, რომელმაც განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტს უგო ჩავესს მხოლოდ ორი წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი ქვეყნიდან გაიქცა. დოქტორ სალვადორ ნავარეს მიაჩნია, რომ მისი სიცოცხლე ამ განცხადების გამო საფრთხეშია.
პოლიციამ ექიმის ოფისში ჩხრეკა უკვე ჩაატარა და მისი პირადი დოკუმენტაცია დალუქა. ამავდროულად, თავად უგო ჩავესმა უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მან დაავადება დაამარცა და ჯანმრთელია.
ექიმმა ქვეყანა თავის ოჯახთან ერთად დატოვა, ხოლო ის, თუ კონკრეტულად სად გაემგზავრა იგი - უცნობია.
"ონკოლოგიური დაავადება რომელიც ვენესუელის პრეზიდენტს უგო ჩავესს აქვს, დაავადების მკურნალობის კეთილად დასრულების საშუალებას არ იძლევა, ისეთი დიაგნოზით პაციენტს მხოლოდ ორი წელიწადი შეუძლია იცოცხლოს". აცხადებდა მექსიკურ გამოცემა "Milenio Semanal"-თან საუბარში ვენესუელაში უგო ჩავესის ექიმი სალვადორ ნავარეტე.
"მიმაჩნია, რომ ჩავესის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროგნოზი დამაიმედებელი არ არის და როდესაც ამას ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ მას ორი წლის სიცოცხლე დარჩა", _ განაცხადა ქირურგმა, რომელიც 2002 წლიდან ჩავესის მკურნალ ექიმთა სიაში შედიოდა.
მისივე თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც მას ჩავესის ოჯახიდან აქვს უგო ჩავესს სიმსივნე მენჯის მიდამოებში აქვს, სწორედ "ამიტომაცაა, რომ მკურნალობის დროს ასეთი აგრესიული ქიმიოთერაპია გამოიყენება".