ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტება გრძელდება. დღეს მრჩეველთა საბჭოს კიდევ ორი ახალი წევრი შეემატა. ესენი არიან ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე და ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში ზაქარია ქუცნაშვილი. ამ ეტაპზე საბჭო 7 წევრისგანაა დაკომლექტებული.
ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში შედიან დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, იურისტი ეკა ბესელია, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა, ექსპერტი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ირაკლი სესიაშვილი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი და ეკონომისტი ვაჟა ბერიძე.