კინოთეატრ "ამირანში" წლის ყველაზე სკანდალური რეჟსიორის, ლარს ფონ ტრიერის ფილმის, "მელანქოლიის" პრემიერაზე მაყურებელი არ მივიდა. პრემიერას დაახლოებით 20 კაცი დაესწრო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კინოთეატრის მარკეტინგის მენეჯერმა, დათო მირცხულავამ განუცხადა, ქართველებს გემოვნებიან ფილმებზე მოთხოვნა არ აქვთ.
"ეს პირველი დღე იყო და შეიძლება ამიტომ არ მოვიდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, მისი ჩამოტანა ცოტა დაგვაგვიანდა და შეიძლება, ქართველმა მაყურებელმა ეს ფილმი უკვე ინტერნეტში ნახა. ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. უცხოელი დისტრიბუტორები მსოფლიო სხვადასხვა კინოთეატრში აგზავნიან და ჩვენ ცოტა გვიან ჩამოგვიტანეს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ქართველი მაყურებელის მხრიდან ცოტა გემოვნებიან ფილმებზე არ არის მოთხოვნა, უფრო "პაპსა" ფილმები მოსწონთ, მაგალითად, "სამი მუშკეტერი" და ა.შ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მირცხულავამ.
შეგახსენებთ, რომ ლარს ფონ ტრიერის ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კირსტენ დანსტი, შარლოტა გინზბურგი, შარლოტა რემპლინგი და კიფერ საზერლენდი. ეს არის ორი დის ისტორია, რომელთაგან ერთ-ერთი ბუნებით მელანქოლიურია. ფილმი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ჯასტინის ქორწილია, მე¬ო¬რე ნა¬წილ¬ში კი დები სამყაროს დასასრულს ელიან.
ცნობისთვის, ლარს ფონ ტრიერის ფილმ "მელანქოლია" კანის 64-ე კინოფეტსივალზე იყო წარდგენილი და კინოკრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.