საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართიანობისთვის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღის დაწყების შესახებ აკეთებს განცხადებას. დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება პატიმრების წინააღმდეგ ახალ სადამსჯელო ტალღას იწყებს და კანონმდებლობას კიდევ უფრო ამკაცრებს.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, პარლამენტში 13 ოქტომბერს დარეგისტრირდა "პატიმრობის შესახებ კოდექსში" ცვლილებების შესახებ ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პატიმრებს სრულ იზოლაციას უმზადებენ.
დეპუტატის განმარტებით, დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევაში პატიმრებს 3-3 თვით შეეზღუდებათ: სატელეფონო საუბრის უფლება, პირადი ხასითის კორესპონდენციის მიღება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლება და ფულადი გზავნილის უფლება.
"ეს არის პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა, რომლისთვის ხელისუფლება ემზადება. ჩვენ, მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს. საზოგადოებამ ამ ფაქტის გამო განგაშის ზარები უნდა დაარისხოს", - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებების მომზადება იმის წინაპირობაა, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების მიმართ ტერორი განხორციელდეს, რაც მათ გარე სამყაროსგან სრულ იზოლაციას ნიშნავს.
"პატიმრობის შესახებ კოდექსში" ცვლილებების ავტორი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროა, ხოლო ინიციატორები: პავლე კუბლაშვილი, კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე.