"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს ისანი-სამგორის რაიონში პენსიონერ ზინა ცხვარაძის ოჯახს ესტუმრნენ და საჩუქრად მედიკამენტები გადასცეს. გიორგი თარგამაძის განცხადებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ მთავრობა ითვალისწინებს "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნას და მომავალი წლიდან, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ასაკობრივი პენსიონერი უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაზღვევით.
"პენსიის ზრდასთან ერთად, რაც ნელ-ნელა უახლოვდება საარსებო მინიმუმს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველაზე დამსახურებული ადამიანების დაზღვევა, რაც ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქებს პენსიონერების მდგომარეობას და ისინი შეძლებენ იმას, რომ წამლებისთვის განკუთვნილი თანხა სხვა საჭიროებისთვის მოიხმარონ" - განაცხადა თარგამაძემ.
მაგდა ანიკაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 2012 წლიდან ყველა ასაკობრივი პენსიონერის დაზღვევას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
"ეს უდიდესი წინაგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ჩვენ ამ მიმართულებით არ ვაპირებთ ყურადღების მოდუნებას და შევეცდებით პენსიონერებზე გავრცელდეს დაზღვევის მაქსიმალურად კომფორტული პაკეტი" -აღნიშნა ანიკაშვილმა,