ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებით გავრცელებულ სხვადსხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით ბატონი ბიძინა ივანიშვილის სამდივნო ავრცელებს განცხადებას :
გამომდინარე იქიდან, რომ ინტერესი საზოგადოებაში ძალიან დიდია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საიტებსა და სოციალურ ქსელებში ჩნდება სხვადასხვა ტიპის განცხადებები, ერთ-ერთი ასეთი განცხადებათაგანია : ‘' ივანიშვილი ჟურნალისტებისა და მათი ხელმძღვანელების წინააღმდეგ აქციას იწყებს ‘' . ასეთი ცრუ ინფორმაციები ძირითადად განთავსებულია ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელით შექმნილ გვერდებზე, რასაც დაინტერესებული მხარე იყენებს შეგნებულად დეზინფორმაციისათვის.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ჩვენს მიერ ოფიციალურად არ იქნება გავრცელებული , არ შეესაბამება სიმართლეს და ნუ გამოიყენებთ მას, როგორც ინფორმაციას".