საქართველო და რუსეთი, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე კიდევ ერთხელ ვერ შეთანხმდნენ. მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე, რომელიც ჟენევაში შედგა, საქართველომ და რუსეთმა შეთანხმებას ისევ ვერ მიაღწიეს. ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში, ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა. კაპანაძის განმარტებით, შეხვედრა ამჯერადაც უშედეგი აღმოჩნდა, თუმცა მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ვმო-ში გაწევრიანებას რამდენიმე წელის ცდილობს, თუმცა ამ დრომდე ვმო-ს წევრ ყველა სახელმწიფოსთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. წლების განმავლობაში რუსეთმა დაიტანხმა ვმო-ს წევრი ყველა სახელმწიფო გარდა საქართველოსი, რომელიც რუსეთს ვმო-ში წევრობის სანაცვბლოდ გარკვეულ პირობებს უყენებს. თუმცა რუსეთი საქართველოს მოთხოვნებს ამ დრომდე არ თანხმდება.