კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრ ნიკოლოზ რურუას განცხადებით, როგორც სპორტის, ისე კულტურის სფეროებში წელს ბევრი დარღვევა მოხდა. ამის შესახებ რურუამ ჟურნალისტებს მიმდინარე წლის მუშაობის შედეგების შეჯამებისას განუცხადა.
"თვითკმაყოფილების გრძნობა არ მაქვს. თუმცა სპორტისა და კულტურის სფეროებში წელს ბევრი გარღვევა მოხდა, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია", - განმარტა რურუამ.
მინისტრმა თავისი უწყების მიერ მიმდინარე წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში დღეს მინისტრთა კაბინეტს ჩააბარა. მთავრობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი სწორედ აღნიშნულთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს მიერ შესაბამისი პრეზენტაციის გამართვა იყო.
უფრო დეტალურად მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოს 30 დეკემბერს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური პირადად შეაჯამებს.