საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ერევანი) მუჰამედ ალადინ საად ელეისის შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს, საქართველო-ეგვიპტის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.