საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს(რეზიდენციით ბაქოში) ლი ჯი ჰას შეხვდა.
ვაშაძის უწყების ინფორმაციით, შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა და მასზე მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
ასევე, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისა და 2012 წლის განმავლობაში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.