საქველმოქმედო კონცერტი "იავნანა", შესაძლოა, 1-ელ ნოემბერს აღარ ჩატარდეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეო ჯინჭარაძემ განუცხადა, კონცერტის თარიღი სხვადასხვა მიზეზების გამო იცვლება.
"ახლა ზუსტ თარიღს ვადგენთ. სამწუხაროდ, შეიძლება, 1-ელ ნოემბერს არ ჩატარდეს. სტუმრებისა და სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება კონცერტი გადაიდოს", - აცხადებს ჯინჭარაძე.
შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო კონცერტი "იავნანა", სადაც საყოველთაოდ აღიარებული ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე იღებს მონაწილეობას, თბილისის საკონცერტო დარბაზში, 1-ელ ნოემბერს იგეგმებოდა. თორაძე საქართველოში ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, ბოსტონისა და ლოს-ანჯელესის შემდეგ ჩამოდის.