ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის და მისი გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალში ურთიერთობის გაღრმავებას აპირებს.
"მე და ჩემი გუნდი მომავალში ვაპირებთ, გავაღრმაოთ ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, გავაღრმაოთ ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობა. კარგად ვაცნობიერებთ, რომ აუცილებელია და მყისიერად დავიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას", - განაცხადა ივანიშვილმა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას.
შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.