21-25 ოქტომბერს იეზიდთა სათვისტომოს მოწვევით საქართველოს ერაყის რესპუბლიკიდან ვიზიტით ეწვევიან მსოფლიო იეზიდთა მეთაური მირ თაჰსინ ბეგი და ეზიდთა სულიერი მოძღვარი ბაბა შეიხი.
ეს იეზიდთა უმაღლესი იერარქების პირველი ვიზიტია ევროპაში. ვიზიტის დროს სტუმრები შეხვდებიან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უწმინდეს და უნეტარეს ილია II. ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენ მიხეილ სააკაშვილთან, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუასთან, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშსა და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის საბჭოს წევრებთან.
ვიზიტის უშუალო ორგანიზატორი "საქართველოს იეზიდთა სახლია".