"ჩემი მიზანია, რომ ხალხის ქუჩაში გამოსვლა არ მოხდეს", - ამის შესახებ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"ჩემი განცხადების შემდეგ საზოგადოებაში ტემპერატურა ძალიან მაღალია. ჩემი მიზანია ტემპერატურის დაწევა, დარეგულირება, რომ არ მოხდეს არც ერთ შემთხვევაში ხალხის ქუჩაში გამოსვლა. ჩვენი მიზანია, ყველაფერი დარჩეს მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში და მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოვახდინოთ ხელისუფლების შეცვლა", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.