ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში რამდენჯერმე არის ნახსენები ოკუპაცია და ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს. დოკუმენტის განხილვას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მხრიდან პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე ესწრებოდა.
"დღევანდელი დოკუმენტი თამამად შეიძლება შეფასდეს როგორც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებში. ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე და სადაც დაფიქსირებულია ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის პირველი ევროპარლამენტის პირველი რეზოლუცია, სადაც რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოში პირდაპირ იქნება შეფასებული ოკუპაციად. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას. მასში პოტიურად არის შეფასებული საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ უნდა გააგრძელოს მუშაობა,მათ შორის ევროკავშირთან და რეფორმებთან მიმართებაში", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თმით, დოკუმენტს კენჭი ეყრება პლენარულ სხდომაზე ნოემბერში. ბაქრაძე იმედოვნებს, რომ დოკუმენტი საბოლოოდ ისე ჩამოყალიბდება, როგორც დღეს დაამტკიცა ევროპარლამენტმა.