საქართველოს პრეზიდენტსა და პროკურატურას კონტროლის პალატისთვის არაგეგმიური აუდიტის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.
კონტროლის პალატისთვის არაგეგმიური აუდიტის მოთხოვნის უფლება მხოლოდ პარლამენტს ექნება.
კანონის დღემდე მოქმედი რედაქციით, კონტროლის პალატა არაგეგმურ აუდიტს ატარებს პრეზიდენტის, პარლამენტის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისა და საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის მიმართვის საფუძველზე, აგრეთვე კონტროლის პალატის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით.
ამჟამად ცვლილება შედის "კონტროლის პალატის შესახებ" კანონში, რომლის მიხედვითაც, კონტროლის პალატისთვის არაგეგმიური აუდიტის მოთხოვნის უფლება მხოლოდ პარლამენტს ექნება. საპარლამენტო სუბიექტებს აუდიტის ჩატარების მოთხოვნის უფლება მორიგი სესიის მიმდინარეობისას, მხოლოდ ერთხელ ექნებათ.
კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მომავალ კვირას გავა.