სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გორის რაიონის სოფელ რეხაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
„ჩვენი დიდი ხნის მოთხოვნამ შედეგი გამოიღო და სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებიობიდან გაათავისუფლეს. „ქრისტიან-დემოკრატებს" ბაკურ კვეზერელთან არანაირი პიროვნული დაპირისპირება არ გვქონია, ჩვენ ვაპროტესტებდით მთავრობის პოლიტიკას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მინისტრის საქამიანობა წარმატებული რომ ყოფილიყო, მას არავინ შეეხებოდა. ეს კი ხელისუფლების მხრიდან იმ შენიშვნების ირიბი აღაიარებაა, რასაც ჩვენ ბატონი კვეზერელის მიმართ გამოვთქვამდით", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მისივე თქმით, ახალად დანიშნული მინისტრის საქმიანობის შეფასება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სამინისტროს ახალი სტრატეგია გაცხადდება და პირველი პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება.