„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გორის რაიონის, სოფელ რეხაში, ვაშლის ბაღებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. გლეხებმა გიორგი თარგამაძეს ვაშლის მოსავლის აღებისა და ჩაბარების პრობლემები დაწვრილებით გააცნეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩაბარების ფასი შარშანდელთან შედარებით ოდნავ მეტია, იგი მოსავლის მოწევისთვის აუცილებელ დანახარჯს მაინც ვერ ფარავს.
მოძრაობის ლიდერმა გლეხებთან ისაუბრა იმ ზომებზე, რომელიც უნდა გატარდეს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის ასაღორძინებლად, რომლის მნიშცნელოვან ნაწილს მეხილეობა-მებაღეობის განვითარება წარმოადგენს.
გიორგი თარგამაძემ შიდა ქართლიდან მიმართა ხელისუფლებას: „ადგილი აქვს უსამართლობას, როდესაც სუბსიდირებული დანამატით ვეხმარებით კახელ გლეხებს და სრულიად უყურადღებოდ გვყავს მიტოვებული ქართლ-გლეხობა, რომელიც კიდევ უფრო რთულ და მძიმე სოციალურ მდგოარეობაში იმყოფება".