სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია საქმიანობას უახლოეს დღებში შეუდგება. ეს განცხადება ახალმა მინისტრმა თავად გააკეთა. სოფლის მეურნეობის პრიორიტეტებზე საუბრისას, გოროზიამ ასევე განაცხადა, რომ "სოფლის მეურნეობაში პრიორიტეტები პრაქტიკულად დაგეგმილია, რომელიც ხორციელდებოდა ბაკურის მიერ".
"გასაკეთებელი, რომელიც დაწყებულია გაკეთდება, ყველა რაიონში იქნება ახალი შერჩეული პრიორიტეტები თითოეული რაიონების მიხედვით, რომლებიც დაგმილია და განხორციელებული იქნება უახლოეს პარიოდში. თქვენ ნახავთ, უახლოეს ახალ პროექტებს, რომლებიც განხორციელებული იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ", _ აცხადებს ზაზა გოროზია და აღნიშნავს, რომ
საქართველოს თითოეულ რაოინში სპეციალისტები გასაზღვრავენ თუ რა არის გასაკეთებელი კონკრეტულ რაიონში.
"თითოეულ რაიონში იქნება შერჩეული სპეციალისტების მიერ თუ რა არის გასაკეთებელი ამ რაიონში, რითი შეიძლება უფრო მეტი მოსავლიანობა მივიღოთ და რომელი პროდუქცია იქნება ყველაზე უფრო საჭირო, რომ იქ იყოს მოყვანილი.
არის მეცხოველეობა და მერძევეეობის თემები, რომლებიც განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევია და ის თემები რომლებიც არის ამ ახალ ჯიშებთან დაკავშირებული იქნება ზუსტად შერჩეული, გაკეთებული და განხორციელებული", _ აცხადებს ზაზა გოროზია.