ბაკურ კვეზერელი სახელისუფლებო გუნდის წევრად რჩება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სახელმწიფო კანცელარიაში სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ზაზა გოროზიას წარდგენისას განაცხადა.
"ბაკურ კვეზერელი სახელისუფლებო გუნდის წევრად რჩება. თუ სად წავა კვეზერელი ამაზე უახლოეს ხანში გავაკეთებთ განცხადებას", - განაცხადა გილაურმა.
შესგახსენებთ, რომ ბაკურ კვეზერელმა სოფლის მეურნეობის მინისტრიოს პოსტი დატოვა და მისი ადგილი სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ დაიკავა.