სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მისაბიშვილი ინიშნება. როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გიგი წერეთელმა განუცხადა, გუბერნატორის პოსტზე ვინმეს "პარლამენტიდან გადაიყვანენ".
გუბერნატორის პოსტზე გურამ მისაბიშვილს პრეზიდენტი წარადგენს.
გურამ მისაბიშვილი 1954 წლის 28 მაისს დაიბადა. ის 02/1992 - 09/1992 - ის პერიოდში სენაკის ადგილობრივი თვითმმართველობის რაიონული გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. 1992-წლიდან 94-წლამდე სენაკის N2 ჩაის ფაბრიკს ხელმძღვანელობდა რის შემდეგაც ეპს სამრეწველო-კომერციული ფირმა "ხანდას" პრეზიდენტი გახდა. 1996 -2002 წლებში შპს სამრეწველო-კომერციული ფირმა "ხანდას" გენერალური დირექტორი იყო. 2002 წელს სენაკის საკრებულოს ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც იმავე წელს სენაკის რაიონის გამგებლად დაინიშნა. 2006 - 2008 წლამდე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. 2008 წლიდან დღემდე კი საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარების"-ის წევრია. ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრია.