სოფლის მეურნებოს ახალი მინისტრი ზაზა გოროზია ახალი ხედვით მოდის. პრემიერ-მინისტრმა ბაკურ კვეზერელს მადლობა გადაუხადა და ახალ მინისტრს წარმატება უსურვა.
როგორც პრემიერ-მინისტრამა ნიკა გილაურმა განაცხადა, სოფლის მეურნეობა ბოლო წლების განმავლობაში წარმატებულად ვითარდებოდა, რაც ბაკურ კვეზერელის დამსახურებაა.
თუმცა დადგა დრო, რომ საჭიროა ახალი ხედვები ამ დარგის განვითარებისთვის.
"როდესაც იგეგმება 2012 წლის ბიუჯეტი, სწორედ ახლა არის დრო ახალ მინისტრთან ერთად დაიგეგმოს დარგის პრიორიტეტები", - განაცხადა გილაურმა.