საპარლამენტო უმრაველსობა 2012 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს უეჭერს, ხოლო ოპოზიცია პროექტის გატანასა და გადამუშავებული სახით მის ხელახლა შეტანას მოითხოვს.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა ფინანსთა მინისტრს მიმართა, რომ მთავრობა არ არის ადეკვატური და ამიტომ წარმოდგენილი ბიუჯეტი სასწრაფოდ უნდა იქნეს გაწვეული პარლამენტიდან.
გიორგი ახვლედიანმა სოფლის განვითარების პროგრამაც გააკრიტიკა, რომელიც 2012 წლის ბიუჯეტით 40 მილიონი ლარია. გიორგი ახვლედიანის თქმით, სოფლის განვითარების პროგრამა წყალში გადაყრილი პროექტია, რადგან 4 000- 4 500 სოფელზე 40 მილიონი ლარის განაწილება არანაირ პროფიციტს არ იძლევა და ეს თანხ მინიმუმ 80 მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს.
საპარლამენტო უმრავლესობა ახვლედიანის ამ განცხადებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ყველა ის პრიორიტეტებია გათავლისწინებული რომელიც ქვეყანას გააჩნია.