სოფლის მეურნებოს მინისტრად ზაზა გოროზია ინიშნება. როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გიგი წერეთელმა განუცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება.
გუბერნატორის თანამდებობაზე კი სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მისაბიშვილი დაინიშნება, რომელსაც პრზიდენტი წარადგენს.
სოფლის მეურნებოს მინისტრმა ნაკურ კვეზერელმა თანამდებობა დატოვა.
გოროზია 2005 წლის ივლისის თვიდან არის სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი.
ზაზა გოროზიას ბიოგრაფია:
ზაზა გოროზია დაიბადა მარტვილის რაიონში 1975 წლის 11 თებერვალს . დაამთავრა მარტვილის მე-2 საშუალო სკოლა.
1992-1999 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცონო აკადემიაში . შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში , ჯანდაცვის მართვისა და ორგანიზაციის სპეციალობით.
2000-2001 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტში სტაჟიორად , ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა კოლონიის მთავარ ექიმად.
2003 წელს მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრად.
2003-2005 წლებში - თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ჯერ უფროსის მოადგილედ , ხოლო შემდეგ უფროსად.
2005 წლის ივლისის თვიდან არის სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი.
2001-2002 წლებში გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური.
ჰყავს მეუღლე, თამთა კობახიძე