"ქრისტიან-დემოკრატები" 2012 ბიუჯეტის გაწვევას კიდევ ერთხელ ითხოვენ. ამის შესახებ გიორგი თარგამაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც "საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონ-პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული დოკუმენტი არ ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, გაუგებარია როგორ იმოქმედებს ბიუჯეტი დასაქმებაზე და რამდენად შეუწყობს ხელს, ყველა კვლევის თანახმად ქევეყნის უპირველესი პრობლემის - უმუშევრობის შემცირებას.
"განსაკუთრებით ნიშანდობლივია და ხაზს უსვამს ხელისუფლების პრიორიტეტებს ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება უმცირდება 10 მილიონი ლარით, მაშინ როდესაც კვლავ იზრდება თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინსიტროების, სხვა უწყებების ბიუჯეტი. ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ მთავრობამ უკან გაიტანოს წარმოდგენილი პროექტი, ძირეულად გადაამუშაოს და არსებული შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს, რათა ბიუჯეტი რეალურად იქცეს ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტად და ამასთანავე უზრუნველყოს სოციალური პროგრამების ღირსეული დაფინასება" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მისივე თქმით, საბიუჯეტო პრიორიტეტებზე მოსახლეობის აზრის შესწავლის მიზნით "ქრისტიან-დემოკრატები" რეგიონებში სტუმრობას განაგრძობენ. დღეს გიორგი თარგამაძე გორის რაიონის სოფელ რეხას მცხოვრებლებს შეხვდება.