"ლეიბორისტული პარტია" ივანიშვილთან მისულ პოლიტიკოებს ფულის საშოვნელად შემდგარ "კიკუებს" უწოდოებს. როგორც პარტიის მიერ გარცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "დღეს ნარიყალას გზაზე სოროსი 2- ივანიშვილთან ფულის საშოვნელად შემდგარი კიკუების რეპერტუარში საპატიო ადგილს იკავებს კვლავ შალვა ნათელაშვილისა და "ლეიბორისტული პარტიის" ლანძღვა".
"მივმართავთ ივანიშვილს, ვინც შეგვაგინებს, დაუფასე მათ შრომა და მიეცი სამმაგი პრემია. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დავალებით, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა ვაშინგტონის მიერ დაფინანსებულ ახალ "სოროსი-2"-თან - ივანიშვილთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს კოლონიურ მდგომარეობას და იმას, რომ ამერიკა არ აპირებს ქართველ ხალხს მიეცეს თავისუფალი არჩევნების უფლება და აგრძელებს საკუთარი მარიონეტის მომზადებას ჩვენი ქვეყნის შემდგომი განადგურებისათვის", - _ ნათქვამია განცხადებაში.