სარემონტო სამუშაოების გამო 21 ოქტომბერს 10 საათიდან 18 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, საარბრიუკენის მოედნის, ჩხეიძის, ბუხაიძის, თოიძის, გორკის, ციმაკურიძის, ჯავახიშვილის, ბოდავის, სულიაშვილის, ხეთაგუროვის, ტოლსტოის, წინამძღვრიშვილის, უფლისციხის, კუმისის, ანთელავას, პეტრე იბერიის, ტირიფონ ურიცკის, გამცემლიძის, ახვლედიანის და სანთლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.