სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს თურქეთის ქალაქ სტამბულში მიემგზავრება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, მამა დავით შარაშენიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, პატრიარქი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოს I-ის აღსაყდრების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილობას. იუბილეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები დაესწრებიან, მათ შორის საქართვლოდან.
ილია მეორე სტამბოლში სტამბულში თბილისის აეროპორტიდან გაემგზავრება.