ყაზბეგში თოვლი მოვიდა. სინოპტიკების ინფორმაციით, თოვა ყაზბეგში დღესაც გაგრძელდება. თოვს შატილშიც.
თოვლის საფარმა 15 სანტიმეტრი შეადგინა. ორი და მეტხიდიანი მანქანების გარდა გზის 68-ე და 106-ე კილომენტრებზე აკრძალულია გადადგილება ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, უამინდობა ქვეყნის მასშტაბით დღესაც შენარჩუნდება. მთიაში ნალექი თოვლის სახის იქნება, ბარში კი წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურაც. მსგავსი ამინდი ქვეყანაში ორი დღე გაგრძელდება.