მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში. გვიან ღამით ე.წ. ავტოქარხნის ხიდთან მიკროავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის დროს მიკროავტობუსში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მგზავრი კი გადაუდებელი დახმარების სამსახურმა ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე ქუთაისის საპატრულო პოლიციამ მოკვლევა უკვე დაიწყო. ავარიის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. სავარაუდო მიზეზად კი მიკროავტობუსის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა სახელდება.