"აღმოჩენილია" ახალი კომპიუტერული ვირუსი, რომლის დანიშულება ინფორმაციის შეგროვებაა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ახალი ვირუსი გავს უკვე კარგად ცნობილ ვირუსს Stuxnet, რომელიც ირანის ბირთვული ობიექტებიდან ინფორმაციების შესაგროვებლად იქნა გამოყენებული.
ახალ ვირუსს უკვე სახელიც დაარქვეს. ვირუსი Duqu-ს მიზანია ინფორმაციის შეგროვება.
არსებული ინფორმაციის თანახმად, Duqu-ს კოდი თითქმის ანალოგიურია Stuxnet,-ის კოდის, რაც იმის მაუწყებელია, რომ მას ერთი და იგივე მწარმოებელი ჰყავს.
ვირუსი ევროპის რიგი კომპანიებისა და ორგანიზაციების კომპიუტერებში იქნა აღმოჩენილი.
ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად ვის ინტერესებში შედიოდა ევროპული კომპანიებიდან ინფორმაციების შეგროვება.
ახალი ვირუსის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს მისი თვითლიკვიდაცია კომპიუტერში "შეპარვიდან" 36 დღის შემდეგ.