სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს, 20 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხებ: აღმაშენებლის გამზირის, ჩერნიშევსკის, უზნაძის, ვარციხის, ჯავახიშვილის, წინამძღვრიშვილის, აბაშიძის, ჭოროხის, კიევის, მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, ტყვიავის, ნეკრასოვის და საქანელას ქუჩების აცხოვრებლებს.
ქვესადგურში „დიღომი-1" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 20 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, დიდუბისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, ახმეტელის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 21 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის I, II, III, IV და V კვარტლების, გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, ლუბლიანას, ჩაჩავას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვა აგრეთვე შეეხება ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რკინიგზის საავადმყოფოს, ქირურგიის ინსტიტუტს, თერაპიის ინსტიტუტს, მორფოლოგიის ინსტიტუტს, ბიოქიმიის ინსტიტუტს, ბოტანიკის ინსტიტუტს, ქარხანა "მიონს", ბეტონის ქარხანას, საიუველირო ქარხანა "ზარაფხანას", ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაცვის პოლიციას. ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ წინასწარ უკვე ეცნობათ.