ახალციხეში პოლიკლინიკის ყოფილი შენობა ჩამოინგრა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "იმედი L"-ის წარმომადგენელმა განუცხადა, რომელიც ამავდროულად აღნიშნულ პოლიკლინიკაშიც მუშაობდა.
მისი თქმით, ჩამონგრევის შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი ადამიანი, ერთი კი დაიკარგა. არსებული ინფორმაციით, შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. პოლიკლინიკის თანამშრომლები ამ დროისთვის ახალციხის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, რადგან მისი ფუნქციონირება ორი თვის წინ დასრულდა.