საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხათუნა ოჩიაური მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში პოლიტიკურ რეპრესიებს ადგილი არასდროს ჰქონია.
ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. გუშინ ბერა ივანიშვილის მეგობარი დააკავეს, ასევე ბანკ "ქართუს" თანამშრომლები დაკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს.
ივანიშვილის ბანკის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით ოჩიაური ამბობს, რომ ამის შესახებ თავად ბანკს რა გაუკეთებია განცხადება და გასაკვირია, რატომ აკეთებენ კომენტარებს და შეფასებებს პოლიტიკოსები.
მისივე თქმით, საქართველოში არსებული ხელისუფლების მმართველობის პირობებში, რეპრესიები არასოდეს ყოფილა და პოლიტიკური პარტიები ყოველთვის ცდილობენ ნებისმიერი დაკავების პოლიტიზირებას და მათი მხარდამჭერების კრიმინალური მოქმედებების გამართლებას.