~ქართული დასის~ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური რეპრესიების განხორციელებაში ადანაშაულებს.
~ქართული დასი~ სოლიდარობას უცხადებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, რომლის მიმართაც ბანდიტურ მოქმედებას აქვს ადგილი" - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბაღათურიამ. მისივე თქმით, ხელისუფლება ~აბიჟნიკობს~ და ცდილობს პროვოცირება გაუკეთოს პროცესებს.
დეპუტატის თქმით, პოლიტიკურმა სპექტრმა სრული კონსოლიდაცია უნდა მოახდინოს და მშვიდად და მტკიცედ უნდა იმოქმედოს, რათა ხელისუფლებამ ბურთი საკუთარ მოედანზე არ გადაიტანოს.
ბაღათურია აცხადებს, რომ დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ ამ პროცესში და სახალხო დამცველმა ივანიშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ რეპრესიებზე განცხადება უნდა გააკეთოს.
მასალის გამოყენების პირობები