უმრავლესობის წევრი ხათუნა ოჩიაური აცხადებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვლის მოქალაქეობის საკითხს გულისყურით შეისწავლის და ქართული საზოგადოებისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"ეს საკითხი შესწავლილი იქნება პრეზიდენტის მიერ დიდი გულისყურით ისე, როგორც ხდება შესწავლა ნებისმიერი მოქალაქის მიმართ" - განაცხადა ოჩიაურმა და დასძინა, რომ დასკვნა იქნება ისეთი, რომელიც მისაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის.
ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 11 ოქტომბერს ჩამოართვეს.