სამინისტროებში ბევრი თავის ადგილს შეინარჩუნებს. ამის შესახებ "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"საშუალო რგოლი, ვგულისხმობ მინისტრების მოადგილეებსა და ვთქვათ დეპარტამენტის თავჯდომარეებს, ეს ხალხი სამსახურშია დღეს და სხვა არჩევანი მათ არ აქვთ. მათგან ბევრი სპეციალისტია და ბევრი პროფესიონალია. მე არ ვაპირებ სამინისტროების დარბევას და დანგრევას. იქ მოხდება როფერმები და ბევრი მათგანი თავის ადგილს შეინარჩუნებს", - განაცხადა ივანიშვილმა.