ქვესადგურში „დიღომი-1" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 ოქტომბერს 10 საათიდან 17 საათამდე დიდუბისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, ახმეტელის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 21 ოქტომბერს 10 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის I, II, III, IV და V კვარტლების, გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, ლუბლიანას, ჩაჩავას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვა აგრეთვე შეეხება: ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რკინიგზის საავადმყოფოს, ქირურგიის ინსტიტუტს, თერაპიის ინსტიტუტს, მორფოლოგიის ინსტიტუტს, ბიოქიმიის ინსტიტუტს, ბოტანიკის ინსტიტუტს, ქარხანა "მიონს", ბეტონის ქარხანას, საიუველირო ქარხანა "ზარაფხანას", ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაცვის პოლიციას. Aამ ორგანიზაციებს დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ წინასწარ უკვე ეცნობათ.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.