საქართველოში ეუთოს მისია უნდა აღდგეს, თუმცა ამის წინაპირობა ჯერ არ არსებობს. ამის შესახებ დღესსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა განაცხადა. მისი თქმით, ასევე აუცილებელია გაგრძელდეს ევროკავშირის მისია საქართველოში და მანდატი კიდევ უფრო გაფართოვდეს და ის ოკუპირებულ რეგიონებზეც უნდა განხორციელდეს.
"მე მხარდაჭერას ვუცხადებს საქართველოს სტრატეგიან ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით. საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გააგრძელოს არაღიიარების პოლიტიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში", - განაცხადა პაეტმა.