"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, მას და მის პარტნიორებს არ სურთ ხელისუფლებაში რევანშით და შურისძიებით მოსვლა.
"ჩემთვის, ისევე როგორც ივანიშვილისთვის, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელისუფლებაში არ მოვიდეთ რევანშით და შურისძიებით. მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ვიცი პირადად, რომ ხელისუფლებაში, საჯარო სამსახურში დიდი უმრავლესობა არის პატრიოტი თავისი ქვეყნის. მათ არ უნდათ იყვნენ ისეთი პოლიტიკური დიქტატის ქვეშ, როგორც დღეს არიან. მათთან ლოდიარობა და მათი სიმპათია ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მყოფ ადამიანებში ვერ ხედავს შესაძლებლობას, რომ პოზიციები შეიცვალონ.
"რაც შეეხება უმაღლეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიმღებთა წრეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გადაჭვულები არიან ერთმანეთთან დანაშაულის განცდით და იმ შეცდომებით, რაც მანამდე იყო დაშვებული და მე რეალურად ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას მათ პოზიციებში ცვლილებების", - განაცხადა ალასანიამ ჯორჯ მარშალის ფონდის წარმომადგენლობით დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.