მიხეილ სააკაშვილმა რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. საქართველოს პრეზიდენტმა მსახიობის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა:
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი მსახიობის, შემოქმედის რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალების გამო.
ბატონი რამაზი ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული, დიდი ვარსკვლავი და მთელი ეპოქის შემქმნელი იყო. მისი განუმეორებელი ნიჭით, თვითმყოფადობით აღბეჭდილი კულტურული მემკვიდრეობა, რომელზეც თაობები აღიზარდა, მუდამ დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში.
თანაგრძნობას ვუცხადებ რამაზ ჩხიკვაძის ოჯახსა და ახლობლებს და სრულიად საქართველოსთან ერთად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.