კონსტანტინე გამსახურდია დღეს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. "ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე - მიიღო თუ არა მან აგრიმანი და შეუდგა თუ არა საქმიანობას ელჩის თანამდებობაზე - გამსახურდიამ განაცხადა, რომ აგრიმანი ჯერჯერობით არ მიუღია. უფრო დეტალური კომენტარის გაკეთებისგან გამსახურდიამ თავი შეიკავა და საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ მიგვითითა.
გამსახურდიას სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა (ITU) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა, თუმცა საქმიანობას ჯერ არ შესდგომია.
მასალის გამოყენების პირობები