ჯი-ემ-პის ეგიდით სასტუმრო რედისონში ლონდონის ქინგს კოლეჯის ფარმაკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორმა, ფარმაცევტულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა და საკლერის პულმონური ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა კლივ პაჟმა პრესკონფერენცია გამართა. ქართველი ექიმები გაეცნენ პუმონოლოგიის დარგის სიახლეებს, რაც აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებისთვის.
ეს სიახლეები დაკავშირებულია უახლეს პრეპარატ ისმიჟენთან, რომლის წარმოება ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო ჯი-ემ-პიმ შვეიცარიულ კომპანია "ლალემან ფარმასთან" (Lallemand Pharma ) ერთად დაიწყო. ისმიჟენს ჯი-ემ-პი შვეიცარიელებთან ერთად საქართველოს გარდა კიდევ 11 ქვეყნისთვის აწარმოებს. ლალემან ფარმას პარტნიორები არიან ცნობილი და აღიარებული ევროპული კომპანიები, მათ შორის, გლაქსო სმიტკლაინი, რომელსაც 2011 წელს გადასცა ასევე ლიცენზია პრეპარატის წარმოებისთვის.
მოხსენების თემა იყო ”რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკის მართვა, ბაქტერიული ლიზატების გამოყენებით, განსაკუთრებული ფოკუსირებით ტუბერკულოზზე, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებაზე და ქვედა სასუნთქი სისტემის ინფექციებზე".
მასალის გამოყენების პირობები