"სანტინოსა" და "სოფლის ნობათის" არაჟანის ხარისხიანობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გვერდი არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის" საკუთრებაა და საიტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ 4 ოქტომბერს სურსათის ცხელ ხაზზე (2194242) საჩივარი შევიდა და მომხმარებელს აინტერესებდა სანტინოსა და სოფლის ნობათის არაჟნების ხარისხი შეესაბამებოდა თუ არა შეფუთვაზე მითითებულ წარწერას - ”ნატურალური პროდუქტი”.
მომხმარებლის განმარტებით, არაჟნების ვარგისიანობის ვადა ყოველთვის დაცულია, თუმცა მიუხედავად ამისა ყველა შეძენაზე არაჟანს სხვადასხვა გემო აქვს. მომხმარებელმა კონკრეტული მაღაზია არ დაასახელა, ამიტომ საიტის ადმინისტრაციამ 6 ოქტომბერს, სუპერმარკეტების ქსელ ”პოპული”-ის ბულაჩაურის ქ.#1-ში მდებარე მაღაზიაში აღნიშნული ფირმების არაჟანი შეიძინა.
"პოპულში" შეძენილი არაჟანი რძის ცხიმის შემცველობის შესამოწმებლად ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ლაბორატოორიის დასკვნით:
ნიმუში #1, არაჟანი ”სოფლის ნობათი”: პროდუქტის ცხიმში რძის ცხიმის წილია 10%;
ნიმუში #2, არაჟანი ”სანტინო”: პროდუქტის ცხიმში რძის ცხიმის წილია 80%.
"ნამდვილ არაჟანში კი პროდუქტის ცხიმში რძის ცხიმის წილი 100% უნდა იყოს. აქ კი ერთ შემთხვევაში მხოლოდ 10%-ია, მეორეში კი - მხოლოდ 80%. ანუ არც ერთი და არც მეორე შემოწმებული არაჟანი ნამდვილი არაჟანი არ არის. სავარაუდოდ, მათში მცენარეული ცხიმია დამატებული.
აღსანიშნავია, რომ როგორც მომხმარებელმა საჩივარში მიუთითა, ორივე არაჟანს მართლაც აწერია ”დამზადებულია ნატურალური რძისგან”, ხოლო არაჟან ”სოფლის ნობათს” დამატებით აწერია ”100% ბუნებრივი ნატურალური რძის პროდუქტი. გარდა ამისა, არც ერთ ამ არაჟანს შემადგენლობაში მცენარეული ცხიმი მითითებული არ აქვს. ყოველივე ეს მომხმარებელს მართლაც უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს პროდუქტები ნამდვილი, ნატურალური არაჟანია. თუმცა, როგორც გაზომვებმა აჩვენა, ეს ასე არ არის. შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა მეწარმეებს და სურსათის უვნებლობის სააგენტოს"- ნათქვამია ვეგ-გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები