საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კანადის პრემიერ-მინისტრს სტეფან ჰარპერს შეხვდა. როგორც გილაურმა განმარტა, კანადა საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველოს ერთერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია
"დღეს შევხვდი კანადის პრემიერ-მინისტრთანს. ვისაუბრეთ რამოდენიმე საკითხზე: მომავალი წლის ნატოს სამიტზე, რომელზეც კანადის მხარდაჭერის იმედი გვაქვს და ეს მხარდაჭერა გარანბტირებულია. ვისაუბრეთ ეკონომიკურ საკითხებზეც. კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, რომელიც დღეს არ გვაქვს კანადასთნ. უახლოეს მომავალში ვაპირებთ მოლაპარაკებების დაწყებას ამასთნ დაკავშირებით. გვქონდა საუბარი კანადის ექსპორტ ბანკთან ხელშეკრულებაზე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტი იმისათვის, რომ კანადური კომპანიები ჩამოვიდნენ საქართველოში.
აგრეთვე ვისაუბრეთ სტრატეგიული ხელშეკრულებაზე საქართველოსა და კანადას შორის, რომელიც მომავალში თავდაცვის სექტორში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველი იქნება," - აღნიშნა ნიკა გილაურმა კანადის პრემიერ-მინისტრთნ შეხვედრის შემდეგ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თემთა პალატის (House of Commons) სპიკერთან ენდრიუ შირთან (Andrew Scheer), სენატის სპიკერთან ნოელ კინესლასთან (Noel Kinsella) და საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯონ ბერდთან (John Baird).