უცხოეთში მცხოვრებ თანამემემულეებს საქართველოში გარკვეული შეღავათები ექნებათ. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას განცხადებით, შემუშავებულია ახალი კანონპროექტი, რომლითაც განსაზღვრულია საკმაოდ ბევრი შეღავათი მას შემდეგ რაც განისაზღვრება უცხოეთში მცხოვრებთა სტატუსი და ადამიანი მიიღებს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულის სტატუსს.
"ამით ჩვენ ვაჩვენებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, დიასპორული ორგანიზაციები, განსაზღვრულია საკმაოდ ბევრი შეღავათი მას შემდეგ რაც განისაზღვრება მათი სტატუსი და ადამიანი მიიღებს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულის სტატუსს. გათვალისწინებულია კონკრეტული შეღავათები, რომლითაც ისინი ისარგებლებენ, საქართველოში უვიზოდ 30 დღიანი ყოფნით, განათლების უფლებით, ასევე ეროვნულ ნაკრებებში მონაწილეობს უფლებით და სხვა", - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუნა დავითაიამ.
დღეს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც მინისტრი პაპუნა დავითაია იყო მიწვეული, "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობდნენ.