"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" დარბევის, ჟურნალისტებზე ზეწოლის და 26 მაისის დარბევის ფაქტებს შეისწავლის.
აღნიშნული ინიციატივით ჯონდი ბაღათურია და ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამშაბათს გამოვა.
"სამწუხაროდ უმცირესობამ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ქრისტიან დემოკრატებმა უარი განაცხადეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე ხელმოწერაზე. ახლა ჩვენ პარლამენტიში ფრაქცია გვაქვს და კომისიის შექმნის საკითხს წინ აღარაფერი უდგას" - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
ფრაქცია აპირებს პარასკევს არასამთავრობო სექტორისაგან დამატებითი მასალები მიიღოს 26 მაისის დარბევის ფაქტებთან და იმედში შეჭრის მოვლენებთან დაკავშირებით.