ნოემბრის დასაწყისში საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვევა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მან ისაუბრა იმ ვიზიტებზე, რომელიც ამ კვირაში არის დაგეგმილი საქართველიში. მისი თქმით საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით ეს კვირა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"დღეს თბილისში იწყება ამერიკის შეერთებული შტატებს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილ ბარნსის სამხრეთ კავკასიური ვვიზიტი. პარტნიორ ქვეყნებს შორის საკითხთა საკმაოდ ფართო სპექტრია. ეს არის რეგიონის პრობლემატიკა, რეფორმები, უსაფრთხოების საკითხები და ეკონომიკური თემები", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, დღესვე იწყება საქართველოს კიდევ ერთი მოკავშირე ქვეყნის ესტონეთის სს მინისტრის ვიზიტი.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ჩანიშნულია მიხიელ სააკაშვილისა და ურმაზ პაეტის შეხვედრა. მანჯგალაძემ ისაუბრა ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში. მისი თქმით, ეს ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
"რასმუსენის სამთავრობო შეხვედრების გარდა მონაწილეობას მიიღებს საკმაოდ მნიშვნელოვან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში. მოგეხსენებათ რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა საქართველოში 2008 წლის სექტემბერშიც ჩატარდა. მაშინ ეს იყო საქართველოს მიმართ გამოხატული ძალიან დიდი მხარდაჭერა. წლვანდელ სხდომას კი ნატოს წევრი ქვეყნების 28 ელჩი დაესწრება და განხილური იქნება მნიშვნელოვანი საკითხების საკმაოდ ფართო სპექტრი" - განაცხადა მანჯგალაძემ.