რეგიონებში დევნილებისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების განხორციელება გრძელდება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლრტოლვილთა სამინისტოსა და გაეროს დახმარებით ფოცხო-ეწერში მცხოვრებმა დევნილებმა საჩუქრად ქათმები, კურდღლები და ფუტკრის ოჯახები მიიღეს.
დევნილებმა თავად აირჩიეს, რა სახის საოჯახო მეურნეობას წამოიწყებდა სურტდათ. 19-მა დევნილმა ოჯახმა ფუტკრის მოშენება გადაწყვიტა, 234-მა ქათმების, 8-მ კი კურდღლის. თითო ოჯახს 10 ქათამი გადაეცა. ყველა მათგანმა ასევე მიიღო მასალები საქათმის თუ კურდღლის სადგომის ასაშენებლად.
როგორც დევნილებმა აღნიშნეს, მათთვის მსგავსი დახმარება დიდი შეღავათია. „მსგავსი პროექტები ჩვენთვის საჭირო და დიდი შეღავათის მომცემია. მე ქათმები ავირჩიე, რომელსაც გავამრავლებ და შემოსავალიც გამიჩნდება. ტერიტორია ქათმების მოშენების შესაზლებლობას გვაძლევს და იმედი მაქვს, გამიმართლებს" - აღნიშნა ლელა ლეჟავამ.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიხეილ სოხაძემ დევნილებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტროსთან თანამშრომლობით მსგავსი პროექტები გაგრძელდება.