დღეს, 18 ოქტომბერს,11:30-იდან 13:00 საათამდე, საქართველოს გიდების ასოციაციის ინიციატივით, გაიმართება სემინარი თემაზე: "სამუზეუმო და ხელოვნების ტურები''.
პროექტი "სამუზეუმო და ხელოვნების ტურები" ხორციელდება საქართველოს გიდების ასოციაციის მიერ, რომლის მიზანია საქართველოს პროფესიონალი გიდების მომზადება, გიდების გადამზადების საერთო სტანდარტების შემუშავება, ინფორმაციის გაცვლისა და სასწავლო პროგრამების პროექტების განხორციელება.
პროექტი მიზნად ისახავს გიდებისთვის ინფორმაციის, რეკომენდაციების მიწოდებას ქართული ხელოვნების ნიმუშების შესახებ, ტურების დაგეგმვას თბილისის მუზეუმებში: საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი.
სემინარს "სამუზეუმო და ხელოვნების ტურები'' წარუძღვება საქართველოს გიდების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დარციმელია.
პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ხელოვნების მარგალიტების პოპულარიზაციასა და ქართული კულტურული ღირებულებების გაცნობას ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის. სემინარს დაესწრებიან საქართვლოს გიდები, ტურიზმის სეფროს ექსპერტები, საქართვლოს გიდების ასოციაციის წარმომადგენლები.